ზღვის სიმღერა


მე ვიცი რატომ შფოთავს ზღვა,
რატომ აწყდებიან ნაპირს ტალღები
- მღვრიე ფიქრები.
ადამიანების 
სიზმრები ესიზმრება ზღვას
- დილით წყალს რომ უყვებიან ადამიანები-
მდინარეებს უერთდებიან სიზმრები,
მდინარეებს მიყვებიან სიზმრები
და ზღვაში ჩაედინებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი