თრობის სიმღერა
ღრუბლის ტილოზე მზე დაიქცა ვარდისფერ ღვინოდ - თანდათან ფეხი აერიათ ცაზე წეროებს, რადგან წეროებს არევიათ ფეხი უწინაც - წარსულის ქარი შენზე ფიქრებს აკენწეროებს. მახსოვს, შენც გახსოვს - ადრე როგორ ვითვლიდით ჩიტებს და ვაცილებდით თბილ ქვეყნებში დაღლილ ზაფხულებს, როგორ ვეძებდით შემოდგომის ჟანგისფერ კლიტეს - ნაბიჯებს, ფენილ ფოთლებისთვის გადანახულებს. ჩვენ არ ვიცოდით, არ ვისწავლეთ წესი წინების და ბედმა, მკაცრმა გამომცდელმა ასე ინება - რომ სიყვარულის დავიწყების გაკვეთილები, ითხოვს ცრემლების ზედმიწევნით დაზეპირებას. და ახლა ღამის თეთრეულში ვარ გახვეული, შემოვიკეცე ჩამოხსნილი ფანჯრებს ფარდები - ვწევარ, სიზმრისგან დაცლილია ჩემი სხეული, რაც ძილს არ ნიშნავს, ნიშნავს ვწევარ და მე ვბრმავდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი