გულის სიმღერა


ბავშვობისას,
დაძინებამდე, დედაჩემი მაფრთხილებდა
გულის მხარეს არ დაწვეო და მას მერე,
სულ მარჯვნივ ვწვები
და გული რჩება მაღლა,
მგონი სულაც სიზმრებზე მაღლა,
თორემ ამ სიზმრებს, 
რომელი გული გაუძლებდა გაუბზარავი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი