1 ნოემბერი


მე ცარიელს დამჭირდება პლატონი,
და მისივე გამართული ნადიმი,
თავო ჩემო, პირისპირ ვართ მარტონი,
მომიყევი, იქნებ დამდო პატივი…
——————————————————————
შევრჩები ისევ შუაღამეს, სხვა რა საქმე მაქვს…
 და მის პეიზაჟს გულმოდგინედ დავაკვირდები,
ადრე ნახატი მუქი ლურჯი უდავოდ იყო!
ახლა კი თითქოს დაუშნოვდა, გაუფერულდა…
——————————————————————
ო.ჰენრის კითხვას შევაჯერე ღამე ნოემბრის, 
ჯერ პირველია, მაგრამ უკვე ახლოს ნაცნობი, 
და ვაკვირდები… რაღაც არის ალოგიკური,
მომნატრებია კრიტიკა შენი, როცა მკაცრობდი.
——————————————————————

 გამოვიღვიძე, თუმცა მაინც ვერ გამოვფხიზლდი,
ვიცი, რომ შენზე ფანტაზია უსასრულოა…
მეპატიება, დამიძახონ ფანატიკოსი,
მეპატიება, ყოველ წუთას შენი ძიება.

იქნებ დავიცვა ბოჰემური წესი პირველი,
ვიპოვო ერთი, გამოიცნოს ჩემივე მუზა,
ეგ თუ გამოვა, რაღაც ცოტა არამგონია,
უბსკრულისფერი ოკეანე ჩაითრევს ღუზას.

საბოლოოდაც მომისმინე ჩემო ანდრომე,
მინდა ერთხელაც გითხრა ბინდზე ძილინებისა,
იქნებ ერთხელაც დავსხდეთ სკვერში, ქარმა უბეროს,
 და შენს თვალებში დავინახო  ბედნიერება…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი