ღამის ბიჭი
ღამის ბიჭი გადაჰყურებს აივანს და ნოქტურნიც აუყოლებს საუბარს, ტანჯულ ფიქრებს წვიმის წვეთით განიბანს, ვარსკვლავი კი ჯაზის ნოტებს გაუბამს, დისონანსურ გზას უხდება დეივისი, ოცდაშვიდჯერ გავაცოცხლე ნეფერტიტი, ანგლეზიტი შენ იყავი ჩემი ტყვიის, შენ იყავი კიკიმორე ჩემი სიზმრის, ღამის ბიჭმა დაინახა ყველაფერი შეიმეცნა ყოველივე ანგსტრემი, არ ყოფილა ის ანდრომეს შესაფერი, არს მღელვარე, ვითა ბოთლანაცემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი