მეკვლე
კარი გამიღეთ! მეკვლე ვარ! სულს ღაფავს ღამე ბებერი! ისმის მამლების ყივილი ახალწლის მაუწყებელი! ჩვენც ავიშალნეთ, ბალღებო, და შევხვდეთ, როგორც შეჰფერის! ხარობდეთ! ფეხი შემოვდგი! გილოცავთ ხონჩა-ძღვენითა! დაიზარდენით, ისწავლეთ, დრო გაატარეთ ლხენითა, და რომ ქვეყანას დედობრივს თავი მოჰქონდეს თქვენითა, სულ ხუთიანებს იღებდეთ კლასიდან კლასში ფრენითა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი