ნისლა

იმ საცხენოსნო ექსპედიციებს შორის, რომლებშიც მონაწილეობა
მიმიღია, ყველაზე რთული კავკასიონზე მოგზაურობა გახლდათ.
მარშრუტი სათავეს აფხაზეთში, დაბა ლესელიძეში იღებდა, შვიდჯერ
კვეთდა კავკასიონის მთავარ ქედს, გაივლიდა ორ ათეულზე
მეტ უღელტეხილს და დაღესტნიდან თუშეთში შემოდიოდა.
თუშური ჯიშის ცხენები შევარჩიეთ. საკუთრი გამოცდილებით
ვიცოდით, რომ მხოლოდ მათ შეეძლოთ ასეთი გრძელი (1700კმ) და
ურთულესი გზის დაძლევა. ოთხი ცხენი ქვემო ალვანმა მოგვცა,
ოთხიც _ ზემო ალვანმა. არავის ეხალისებოდა ამხელა გზაზე და
ამდენი ხნით ცხენის თხოვება, მაგრამ მეტი რა ჩარა იყო, _ ცხენი
მეურნეობას ეკუთვნოდა, მეურნეობა კი _ სახელმწიფოს.
დიახ, მეურნეობის ხელმძღვანელებმა უარი ვერ თქვეს, ის კი მოახერხეს,
რომ საუკეთესოები არ გაიმეტეს და `რიგითი~ ცხენები შეგვირჩიეს.
მათში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ერთი `თეთრონი~
`საპენსიო~ ასაკის ყოფილა.
`საზოგადოებაში~ მოხვედრამ ძლიერ გაახალისა `თეთრონი~
და ამიტომაც გაგვიჭირდა ამ `საიდუმლოს~ ამოცნობა. თანაც, ნათხოვარ
ცხენს კბილს ვინ გაუსინჯავდა?
მისმა `სიდარბაისლემ~ თავიდანვე მომხიბლა და როცა განაწილებისას
მარგუნეს, ერთგვარი სიხარულით შევხვდი ამ ამბავს.
სიხარულს ისიც აძლიერებდა, რომ `თეთრონი~ მეტად პრესტიჟუ59
ლი სახელმწიფო ნომრით (88-66) იყო ფერდზე დადამღული და, ეს კი,
კომუნისტური ტირანიის ხანაში, საზოგადოების თვალში, ბევრს ნიშნავდა.
მოკლედ, ხალისით შევუდექით მომქანცველ გზას მე და `თეთრონი~.
პირველ ხანებში `მზიმთა~ დავარქვი, თეთრქაფიანი მდინარის
სახელი. არადა, უკვე ვატყობდი, მდინარისგან განსხვავებით, ტემპში
მოიკოჭლებდა. როცა მზიმთას ხეობას გამოვცდით, ამ სახელმა აქტუალობა
დაკარგა და `თეთრონს~ ვუწოდებდი. თუმცა, გამოგიტყდებით,
ჭუჭყისფერი უფრო იყო.
დაღლილობის პირველმა ნიშნებმა უკვე რამდენიმე დღის შემდეგ
იჩინა თავი. არ ვაბამდი, მაგრამ ღამით კარავს არ შორდებოდა.
როცა შესცივდებოდა, შემოჰყოფდა კარვის საჰაერო ხვრელში
ცხვირს და ხარბად ისუნთქავდა თბილ ჰაერს. პირველად, ქშუტუნი
რომ გავიგეთ, გული გაგვისკდა. განსაკუთრებით მაშინ შეგვეშინდა,
როცა ვიგრძენით ქშუტუნთან ერთად, როგორ ვიწროვდებოდა და
ფართოვდებოდა ჩვენი ორადგილიანი კარავი. რატომღაც, დათვი
გვეგონა და ლამის ბრმად დავახალეთ ტყვია, მაგრამ გონიერებამ
გაიმარჯვა და ბრძოლაში ჩაბმას კარვიდან გამოპარვა ვამჯობინეთ.
მთვარის შუქზე, სარკმელში ცხვირჩაყოფილი `თეთრონის~ დანახვამ,
დიდად გაგვახარა.
60
მეგობარმა, აქაოდა ცხენი შენია, მიხედეო, კვლავ კარავში შერგო
თავი, მე კი `თეთრონს~ მივაკითხე.
სწორედ მაშინ გამომიტყდა, რომ ჯეელობა კარგა ხნის გავლილი
ჰქონდა, რომ უკვე აღარ ეხალისებოდა ასე უგზოუკვლოდ
წანწალი.
ეს გულახდილი ღამე სევდიანად გავლიეთ მე და `თეთრონმა~.
დილით კი, მოულოდნელად, შეკაზმვაზე უარი მითხრა. ასეთი რამ
არ სჩვეოდა და გამიკვირდა. რამდენჯერაც მივუახლოვდი, გამიფრთხა.
ბიჭებმა დაასკვნეს, ეგეც უნდა დაიბორკოს, დაჭერაში დრო
რომ არ დაგვაკარგვინოსო. ამ სიტყვებმა მეცა და `თეთრონიც~
შეგვაშფოთა. გაბრაზებულმა ვუყვირე და ისიც დარცხვენილი
გამოეშურა ჩემსკენ.
მას შემდეგ, ცხენზე იშვიათადღა ვჯდებოდი. დავიმოკლებდი სადავეს
და მომყვებოდა მთის ბილიკებზე ფეხდაფეხ. მისი დრუნჩი
ხშირად ზურგზე მეხებოდა, ფრთხილად და ალერსიანად. ფერებასა
და გამხნევებას არც მე ვაკლებდი, მაგრამ ვგრძნობდი, ნაიალაღარ
ცხენს ყოველდღიური ჯაფა როგორ თვალდათვალ აბერებდა.
თითქოს ჩემს თვალწინ წამოეზარდა ბალანი. წამოეზარდა აქა-იქ,
არათანაბრად, მთლად გაუთეთრდა წამწამები, თვალიდან ხშირად
სდიოდა ცრემლი. ფერდები ჩაუვარდა. თუმცა, კავკასიის ქედს მწვანე,
მუხლამდე ბალახი ფარავდა და მისი მეგობრები სულ ძოვით
მიუყვებოდნენ გზას. `თეთრონი~ ამ საქმეზე დროს ნაკლებად კარგავდა
და სულ იმის ცდაში იყო, არ ჩამორჩენოდა ქარავანს.
საამაყოდ ისღა მქონდა, რომ მთის მდინარეებზე გადებულ ვიწრო
ხიდებზე მის გარდა პირველი არც ერთი ცხენი ფეხს არ ადგამდა.
როდესაც ამგვარ ხიდს მივადგებოდით, შეშფოთებული ცხენები
ერთბაშად ჩერდებოდნენ და მორიდებით გამოჰყურებდნენ
`თეთრონს~, არიქა, გვიშველე რამეო.
`თეთრონი~ მშვიდად აუვლიდა გვერდს თანამოძმეებს, ერთს
დაყნოსავდა ხიდის პირველ ფიცარს და ბაკუნით აგრძელებდა გზას.
ამის შემდეგღა ბედავდნენ სხვები ხიდზე ფეხის შედგმას.
არათუ ცხენს, კაცსაც აფრთხობდა მთის ქაფიანი მდინარეები, ვიწრო
კლდოვან ხეობებში რომ მიქუხდნენ და ჩემი `თეთრონის~
გულადობა სიამაყით მავსებდა.
ექსპედიციამ ყველა გადაგვქანცა, ცხენიც და კაციც... ბარგის
აკიდება უკვე აღარც ერთ ცხენს არ უნდოდა და, ალიონის დადგო61
მასთან ერთად, ცდილობდნენ გაშორებოდნენ ბანაკს.
ასე წვალებ-წვალებით მივაღწიეთ ჩეჩნეთისა და დაღესტნის
საზღვარს.
ითომ-ხალოდან აგვალის მიმართულებით მივდივართ. გზა ძნელია
და მომქანცველი. ცხელა, წამლად ხეს ვერ ნახავ. ირგვლივ
სიპი ქვით მოფენილი მთებია, სადაც მხოლოდ ქვეწარმავალი და
კაკაბი ბუდობს.
თავქვეს ვადგავართ. წინ მივუძღვები ცხენს და სერპანტინით
ვკეცავთ მთის ფერდობს.
`თეთრონი~ უცებ გაჩერდა.
ასეთი რამ ადრეც უქნია, მაგრამ ახლა აღვირის მოქაჩვაზე ყურიც
კი არ შეიბერტყა. თავი მაღლა ასწია და სადავე ბოლომდე დაჭიმა.
_ გადმოდგი ფეხი! _ კვლავ მოვქაჩე აღვირს, მაგრამ შენც არ
მომიკვდე.
ცოტა ვადროვე.
ბიჭები დაწინაურდნენ და მალე თვალსაც მიეფარებიან. დრო
არ ითმენს და ისევ ვექაჩები ცხენს.
გაბოტილ `თეთრონს~ სიპზე ფეხი უცურს. დაძვრას კი არა და
არ აპირებს. თავს კიდევ უფრო მაღლა სწევს, თორემ ერთი
სული მაქვს, აღვირის თასმა ცხვირპირში მოვცხო.
_ გადმოადგი ფეხი, შე სამგლევ! _ მაინც ვუქნევ თასმას.
`თეთრონი~ უცებ მოდუნდა, თავი დასწია და ოფლიან სახეზე
მომადო: _ ვეღარ ვივლი, მაპატიე. _ თითქოს მითხრა და ჩაიკეცა.
ბარგი სასწრაფოდ მოვხსენი. არცთუ მძიმე იყო საპალნე,
გამოცდილი მოგზაური თავისუფლად მოერეოდა.
ცხენმა თითქოს შვება იგრძნო. მადლიერი თვალით შემომხედა
და მთხოვა, _ დამტოვეო.
_ როგორ დაგტოვო? _ მიკვირს. _ შებინდდება თუ არა, მგლის
ანაწერი გახდები!
_ სანამ შებინდდება, მანამდე ხომ დროა? მეტი აღარ მჭირდება,
ისედაც დიდხანს ვიცოცხლე.
_ არა, სიკვდილი ჯერ ადრეა. დაისვენე და მერე გავაგრძელოთ
გზა. ბარგს მოუკვდა პატრონი, აღარ აგკიდებ.
_ ბარგი არაფერ შუაშია. წადი, დამტოვე... და ცრემლით აევსო
თვალი. ტიროდა კაცივით, უხმოდ, უჩუმრად...
_ კარგი, დაწყნარდი, ტირილი რა საკადრისია? _ თავადაც გულამომჯდარი
მივეფერე `თეთრონს~.
62
_ იმასა ვდარდობ, სამშობლოს რომ ვეღარ ვნახავ, სხვას არას
ვჩივი... ერთხელ დავტოვე თუშეთი და თურმე სამუდამოდ...
...მახსოვს, როცა დავიბადე, მთაში ნისლი იდგა. ისეთი ნისლი, დედის
მეტს ვერას ვხედავდი. მთელი სამყაროც დედა მეგონა. იგი
მლოკავდა და ძუძუს მიმარჯვებდა. ასეთი ყოფა ძალიან მომეწონა,
მაგრამ ცოტა ხანში ქარმა ნისლი გადაყარა და ქვეყნიერება გამოჩნდა.
მისმა სილამაზემ გამაოგნა. იქვე ვყოფილვართ, ბინის სიახლოვეს
და მწყემსებმა რომ დამინახეს, ხმაური ატეხეს, _ ნიშას კვიცი მოუგიაო!
თეთრწვერა მწყემსმა მაშინვე მომნათლა და `ნისლა~ დამარქვა...
ძალიან მომეწონა ეს სახელი. ის მოხუციც მეტად შემიყვარდა.
სანამ შეეძლო, მივლიდა და მანებივრებდა. არ უნდოდა, მეც
სხვა კვიცებივით დავედამღე, _ დაუშნოვდებაო,_ მაგრამ ვერას გახდა,
წესი ყოფილა ასეთი...
_ მაპატიე `ნისლა~ შენი სახელი არ ვიცოდი...
_ ჩემი სახელი მეც აღარ მახსოვდა. მეურნეობას ვეკუთვნოდი
და ნამდვილი პატრონი არასოდეს მყოლია. ახალგაზრდობაში ვისაც
მოვეწონებოდი, ის მაჯირითებდა. მერე კი, ყველს ვზიდავდი დართლოდან
ომალომდე. ჩემს სახელს იშვიათად გაიხსენებდა ვინმე,
ცხენოო, ასე მეძახდნენ...
_ მე სულ `ნისლას~ დაგიძახებ, ოღონდ არ მოკვდე, ოღონდ ადექი
და წავიდეთ აქედან. სამშობლომდე სულ ცოტაღა დაგვრჩა. აი,
იმ მთის გადაღმა თუშეთია.
არა სჯეროდა ჩემი ნათქვამი, მაგრამ როცა დაბეჯითებით გავუმეორე,
თითქოს გამოცოცხლდა, ძალ-ღონე მოიკრიბა და წამოდგა.
ბარგის დატოვებას ვაპირებდი. ბოლოს და ბოლოს, მართლაც
ორიოდე დღის სავალიღა გვქონდა დარჩენილი და უმისოდაც იოლას
გავიდოდი, მაგრამ სანამ არ ავკიდე, ფეხი არ მოიცვალა. მერე
კი, დინჯად დავუყევით ფერდობს.
* * *
შენაქო რომ გამოჩნდა, შუადღე იყო წამოსული. სამშობლოს
სურნელი ერთად ვიგრძენით! ამდენი ხნის ხეტიალის შემდეგ მისი
დანახვა უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის.
`ნისლა~ თითქოს უცებ გაახალგაზრდავდა. სადღაც გაუქრა მხცანიშანი
სიბერისა, დაეწმინდა თვალები და ჭუჭყისფერიც თითქოს
ნისლისფრად იქცა. ოფლიან ზურგზე წამდაუწუმ მეხებოდა სველი
დრუნჩით და მიბიძგებდა, ნაბიჯს მოუმატეო.
63
* * *
ომალოში დავტოვეთ ცხენები. მე და `ნისლამ~ შინ მშვიდობით
დაბრუნება მივულოცეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ.
ამ ხუთოდე წლის წინათ, კიდევ ერთხელ ვესტუმრე თუშეთს.
ფილმს ვიღებდით ამ მშვენიერ კუთხეზე. მწყემსებსაც გადავაწყდით.
ცხვრის ფარები მეტისმეტად შეეთხელებინათ, მაგრამ საწვალებლად
ესეც გვეყოფაო, ამბობდნენ.
ვახშმობისას `ნისლაზე~ ჩამოვაგდე სიტყვა.
გაიხსენეს. სახელით ვერა, მაგრამ ნომრით იოლად გაიხსენეს
ჩემი `ნისლა~. ნომრის შინაარსიც ამიხსნეს, 66 დაბადების წელია, 88
კი ამ წელს დაბადებული კვიცის რიგითი ნომერიო.
ორი დღე კიდევ უცოცხლია. გამოცდილ ფერმის გამგეს უგრძვნია
მისი აღსასრულის მოახლოება და აღარ გაურევია რემაში.
აღარც თვითონ უსურვია, ეულად აჰყოლია ბილიკებს და, სადაც
დაიბადა, იქ დაულევია სული.
ექსპედიციის დამთავრების შემდეგ. მარჯვნიდან: გია ლეონიძე , რამზან ბორჩაშვილი,
გია პაპუაშვილი , ლადო ქალდანი , გურამ კუციავა , გელა ქოქიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი