გვიყვარდეს მარად...
მტრედისფერ გრძნობას სიყვარული ააზამბახებს, და მერე ვნება ამ ნაკადულს ააკამკამებს, ფიქრებს მიკაფავს რეზონანსი ამაოების, მხოლოს სიყვარულს ძალუძს დარჩეს მანათობელი. მხოლოდ მას ძალუძს თავისუფალ წამებს მე მიმცეს, მარიდოს ბოროტს! განმარიდოს სულის ემისრებს, ჩემშია ძალა და ჭიდილი უკვდავებისა, ბრძოლის ყიჟინა მოტივია მარად ვნებისა. მზად ვარ პატივ ვცე მოყვარესა (გადამთიელსაც) მიყვარდეს მოძმე, ვით კეთილსა სამარიტელსა, მიყვარდეს ერი! მას დავუდგე გვერდში მეობით, მსურს სიკეთე ვქმნა, არ მოვდივარ, არა მე მტრობით. მერე ვით მტრედი მივფრინდები ჩემს სატრფოს გულთან, ვიქნები გულთან - ცხელი გრძნობით კვლავ დადაგულთან, ეს სიყვარული დაამარცხებს ყოველ სიავეს, და დამიმკვიდრებს: ძალას, ტრფობას, ბრძოლას, სიამეს. გიორგი ტაბიძის ლექსების კრებულის შეძენა: 571-14-73-80
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი