ჩემი სახლის წინ
„ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს? -ეს ვარლამის ქუჩაა.ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს. -არა? მაშ, რა საჭიროა იგი? რისი მაქნისია გზა,თუ კი ტაძართან არ მიმიყვანს?!“ ეჰ,ჩემი სახლის წინ უწინ ზაფხული უდაბნომ შთანთქა, სიყალბე კი, როგორც ლუწი, ამ ცოდვილ ხალხში მომრავლდა. ცაზე სისხლის ცრემლი სჩანდა, მთაზე გარიყული ხალხი, მასზე შეხედვა მზარავდა, ხმაზე მარტის რისხვას ვგავდი. მთვარის შუქიც გვაბნელებდა, ლოცვა- როგორც გადაღლილის, დრო უეცრად გვაბრმავებდა -თითქოს ცოცხლად გარდაცვლილის. ჩაკეტილი მარტოობა, მასა იყო ბეცის გეზით, ბატონობდა ბატონყმობა, თითქოს ლტოლვილის გენეზით. ერთ დღესაც იქ ჯვარი გაჩნდა, დიახ,იყო ღმერთის ნებით, მქონდა ზეციური განცდა, ჩვენ ყველანი მისკენ ვდგებით. ხალხი პირ-ჯვარს რომ იწერდა, ნაპერწკალი ქუხდა უხვად, ჯვრისკენ ყველა ხელს იშვერდა, ერი შეკრა ერთ დიდ გუნდად. ეკლესიის აშენებას, აგურის აგურზე დებას, ვარსკვლავის კაშკაშის გერბად იწყებდნენ უფლის დიდებას. მიხაროდა ჩემს სახლთან, რომ სიყვარული კვლავ მღეროდა, მიხაროდა მძინარე ბრბო როცა ის ღვთიურს ელოდა. ყვებოდა ერთ დღეს მეორე, არავის არ სჯეროდა, ისინი ჰგავდნენ მეომრებს, გზა სიწმინდით რჩებოდა. მაგრამ ერთხელ გულს ეშმაკის მზაკვრული ფერი ეძლევა, ბრძოლად, ძმობად ღირს ეს გზა კი? თამაშში სხვა რად ერთვება. სახსრები ჯვარს რად ერთმევა, ჩერდება მზის მოლოდინში, სულის სიჭუჭყით ფერხდება. რიდით დგება ბოლო რიგში. მცირე შემოწირულობით მჯერა, რომ თანხა შედგება, ზოგი კი მოდის ზრდილობით, რაც კი აქვს ის ემეტება. ბევრი შაითანსთამაშობს მის სიძულვილს ემატება, ხელით სიკვდილს გააპობს, აქ მზაკვრული ნეტარება. ორად გაჰყო ხალხი ჯვარმა, ბევრმა კი ბრძოლით შეჰყვირა. იმ დღეს ერთმა უცხო მგზავრმა რაც კი გააჩნდა შესწირა. შრომით გული ჩადო ერთმა, მათხოვარიც ვნახე ერთხელ, უსახლკარომ და თან ბერმა, ბოლო კაპიკები შეკრეს. ამ დროს უცხომ შეაფურთხა, თქვა სიტყვა, მიეცა სიცილს, ბნელეთი ზეცად აკურთხა, მძულს ის მოარული სიძვით. ბევრმა თავი ჯვარს არიდა, დაიფასა უტყვი თავი, ზოგიც კაპიკზე ატირდა, მის ხმაზე დამარხულს ვგავდი. ეს უაზრო ავარია არის ბილწ ცხოვრების ვნება, ვერ გაიგეთ! მთავარია ეკლესიის აშენება. ერთად მხოლოდ ერთად დგომით, მომავლის გული შედგება, ხოლო ცინიზმის სადგომით ის მაშინვე დაბერდება. ეს გზაც ეკლესიით მივა, თუ დავდგებით ერთად, ჩვენი ერიც გაიხარებს თუ შევყვირებთ ერთ ხმად. გადავირბენთ სიყვარულით ნანატრ, მნათობ მინდორ ველებს, გადავიფრენთ სიტყვა გულით ქართლის წარმტაც მთებს და ქედებს. და შევძახეთ, რომ ერთობით გავახარეთ ჩვენი ერი! რომ მდიდარი საქართველო დაქრის, არის ბედნიერი! რომ ეს სიტყვა ამაყია, როგორც გული ჩვენი მიწის! რომ ამიტომ მთავარია ერთობა - ნუთუ ეს ვიცით? ეს გზაც ეკლესიით მივა თუ დავდგებით ერთად, ერთ გზად, თუ მოყვასის გული გვიყვარს, კვლავ დავსჭექავთ ერთ ხმად,მედგრად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი