ობოლი სული


ჩემი სული კვლავ მარხულობს,
ვიყურები ისევ ჩუმად,
ბრმად ამ სავალ გზას ნახულობს,
გადამსანსლე მიდი უმად.
დახმარება ვის კარს ვთხოვო?
მაშინვე შემაფურთხებენ,
დახამდება ის გვამს მხოლოდ?
შემდეგ გიჟად მაკურთხებენ...
გავიცინე? მაგრამ იცი
მის უკან რა დარდი ქუხდა,
გავიფიტე, რისთვის ვიცდი?
ძმები ჩემთან იქცნენ ქურდად.
როცა ჩამთვლემს, თვალს დავხუჭავ
მახსენდება ძველი მარხვა,
როგორ შედგა ჩემზე მასა,
ეცადა ამ გულის მართვას.
ძილშიც ცრემლი მომდის იცი?
აქ ძილშიც ვტირი რატომღაც,
აღარ ვიცი, რისთვის ვიცდი,
აქ ლოცვა დამრჩა მარტოღა.
მესიზმრება, რომ მახრჩობდნენ,
რომ მთელავდნენ ფლიდი სიტყვით,
მესიზმრება, რომ მათრობდნენ,
რომ მაგდებდნენ ფიცხი კიცხვით.
რომ მირტყავდნენ, როგორც მონას,
მიწუნებდნენ უფლის ცნობას,
მართალ სიტყვას თვლიდნენ ბოდვად,
მეძახოდნენ ლაჩარ ცოდვას.
მეძინება! თითქოს მძინავს,
ისევ მომდის ძველი ცრემლი,
ისევ ომი ჩემში გრგვინავს
და დაღლილი ობლად ვწვები.
იცი, როგორ მეძინება?
რადგან ეს დრო მემძიმება?
ეს დინება, ეს ტკივილი მესიზმრება?
შემაწუხა მე კითხვებმა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი