დიდება გმირებს


აგვისტოს კალთებს მდუმარებით მივეკედლები,
		ეს მისტერია გადამაგდებს ომში ტირანში,
		კვლავ ჩვენს გმირებთან მუხლმოყრილი მიველ ვედრებით,
		გამაგრდით, მზად ხართ, იბრძოლოთ ამ ორომტრიალში.

		ანწუხელიძეს დავუკოცნი მეომარ გულსა,
		ცრემლმორეული გავუმრთელებ დაჭრილ იარებს,
		შემდეგ ჩვენს ბიჭებს გავუმყარებ ძალას ერთგულსა,
-	დიდება გმირებს! მათ ჩვენს გამო თქეშში იარეს.

		არც ანექსიას შეუშინდნენ - გაიღეს სისხლი,
		აფხაზეთის ომს ბევრი ცოცხლად დამარხული ჰყავს,
		სოხუმი იცით? მე არ მახსოვს, ვარ სევდის შვილი,
		ფოტოში ვნახე ჩვენი გმირი გაძარცვული დგას.

		მაგრამ ვერ დასცეს, მას ვეძახით, გმირსა შარტავას,
		წაუსვლელობა არ იქნება,- ის გაიძახდა,
		გადავარჩინოთ თაობები, მოვკვდეთ ამაყად,
-	დიდება გმირებს! და მათ სულებს, ვინც გვერდში ახლდათ.

		შემოგვინახეს მათ სამშობლო, გვივლიდნენ როგორც,
		დედა მერცხალი უვლის შვილებს თავგანწირვითა,
		გენოციდი კი ჩვენი სურდა მტერს: მზაკვარს, ბოროტს,
-	დიდება გმირებს! ვერ გაგვდევნეს ჩვენი მიწიდან.
	
		დიდება გმირებს! ხო ათასჯერ ვიტყვი ამ სიტყვებს,
		ღირსება რომ გვაქ, ჩვენ ქართული, ეს გვაძლევს იმედს,
		მტერიც მიყუჩდა, შეიყუჟა, ჯერ ვეღარ გვიტევს,
-	დიდება გმირებს! ვიმეორებ,- დიდება გმირებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი