გმირი დედა
ღმერთო დასჭექ, დაჰქუხე, თითქოს ამ წამს ვბრმავდები, დრო ასე რად აკურთხე? ვნახე დედის თვალები. დედის, რომელმაც ომში შვილი დაკარგა გმირი, ამ დაუნდობელ დროში, მაინც ამაყად ტირის. შავი მერდინი მოსავს, შავი აცვია პალტო, თვალებში ნათლად მოსჩანს, რომ დარჩა უღალატო. შვილის საფლავზე მიდის, დგას ვით მოხუცი მუხა, მასზე ჩამოწვა ბინდი, მაგრამ არც დაუქუხა. ღმერთო რას ელი? სევდა გადამექცევა სეტყვად, მის თვალებს ვეღავ ვხედავ, ვერაფერს ვეღარ ვბედავ. ვდუმვარ ჩავღუნე თავი, იგიც წავიდა უმალ, აღარ მაქვს აღარც აზრი, ვითარც სიკვდილი ვდუმვარ. უმალ რიბრაბო დადგა, მთვარე აენთო ცაზე, მე გულზე ლოდი მადგას, და შორით დედას გავცქერ. ეჰ, დრო ყველაფერს კურნავს? არა, არა და არა! ამ ტკივილს ვარქმევ უკვდავს, შვილს ვერ იბრუნებს, რა ქნას? ასე ვაგრძელებ მე გზას და მაგონდება ისევ, დედის თვალების მესა, - ამ მოგონებას მივსდევ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი