ამ წამს...


ამ წამს ჩუმი გული ფიქრობს,
		რატომ მიმატოვა ყველამ,
		ამ წამს ჩუმი დარდი მიხმობს,
		ნუთუ ლოცვა იქცა წყევლად.
		
		ამ წამს მოგონება მიპყრობს,
		ეს გზა ნუთუ დაისეტყვა,
		ამ წამს ძმადნაფიცის სითბოს
		ვგრძნობ ეს მუდამ თან გამყვება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი