ვეფხვი უნდა იყო
ცხოვრება ზოგადად რომ ვთქვათ, სისასტიკით აღსავსეა, და სავსეა ბრძოლის ჟინით, შრომაზეა ეს ასეა... წამს და წუთს უნდა გაუძლო, მხდალად არ უნდა მოიქცე, ხამს და ცუდს უნდა გაუსწრო, შვილებს მაგალითი მისცე. მიჰყვე ცხოვრების დინებას, ხო , ყველაფერი იქნება, გაუძღვე უფლის დიდ ნებას, კეთილი შენში ვლინდება, ძლიერი არა ცბიერი, მებრძოლი არა მშიერი, გაუძლებ მტრების იერიშს, იქნები მგლისა იერით. ზოგი კაზინომ დაამხო, ზოგს სახლ-კარი გაუყიდეს, ზოგი ლოთობამ გააპო, ზოგი კი თავად გაყიდეს, ზოგი მოსაწევმა დასცა, ზოგმა თვისი მოძმე გასცა, ზოგი არაკაცი გახდა, ზოგიც აზარტმა გახადა. დილემას უნდა გაუძლო, არ მიჰყო ხელი დიდ გვემას, დიდებას მოიპოვებ და გაჰყვები კაცურ დინებას, დიდდება ამ დროში მტრობა, ეჰ, ვლინდება ორპირობა, აქ იზრდება ყალბი ძმობა და იცვლება დღეს კაცობა. გეტყვით ნუ დაეცი ასე, სულ იპოვი გამოსავალს, ვეფხვი უნდა იყო გესმის? ნუ ანგრევ სხვის გამო სავალს, მიხედე შენსა მომავალს, მიხედე შენს გარს მოსავალს, ვეფხვი უნდა იყო გესმის? ნუ ანგრევ სხვის გამო სავალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი