არავინ ხარ...
ვინც ამაყად იღიმება და ამაყად იღრინება პირველობას იფიცება, ამ დინებას ის მიჰყვება? ის ყვება ბედკრულ ზღაპრებს, როცა ლაყბობს აქ ბევრს, ამდენს, როცა ამბობს ლიდერი ვარ, მე ვერავინ ვეღარ დამძლევს. და ყველას ძვლებს ვამტვრევ, აღარავის არ ვახარებ, მოვიგებ და გავამწარებ და ჩემს კლანჭებში ვატარებ. მე ვეტყვი ასეთ სულიერს არავინ ხარ! ის ტოვებს თავის სულს მშიერს არავინ ხარ! სანამ შენს თავს არ ეტყვი, რომ არავინ ხარ! იქამდე ვერ გაიმაჯვებ, ნადავლი ხარ! ქედ-მაღლობით რა გგონია, მოიშორე აგონია, ვინც კი მშვიდად შრომობს იცი, წინ წავა გაგიგონია? ვინც ყოველ დღე მშვიდად იბრძვის, ვფიცავ, რომ შედეგს მოიმკის, ვინც ყოველ მზეს წმინდად მიდის, ვფიცავ, რომ შედევრს მოითვლის, შეძლებახლიდანდაიწყო? ისე, რომ ის აღარ შედრკე წარსულზეც ბევრს არ იფიქრებ, შენ ყველაფერს შეძლებს ერთ დღეს. სხვისა უბედურებაზე, რომ აწყობ ბედნიერებას, სიმახინჯეს როგორ ასხავ, დიდებულმშვენიერებას, შენ სიმართლის სხივში, როგორ ყინავ ამ ბრმა ცბიერებას, უსპობ გულს კადნიერებას და ახვევ გარსს ცბიერებას. მას ხომ დიდი სითბო უნდა, ძმას ხომ დახმარება სურდა, შენ კი უგდებ ამაყ ხურდას, თან მერე უწოდებ მტყუანს?! დროა მოძმეს შენსა მომხრეს, რომ უქადდე მას სამოთხეს, მოყვარეს მხარში ედგე და მტერსა კი სული ამოხდეს, „მაგრამ ვერ ამჩნევს მზე ბნელი ვერც მტერს და ვერც მოყვარესა და ვის მიენდოს არ იცის, რომელ ხალხს და რა მხარესა,“ ვეფხვი უნდა იყო მაგრამ, უნდა იყო სულიერად, ზოგის ამაყობა უკვე, მათ უბრალო სულს მიება. ჩვენ კი დროა სიკეთე ვქმნათ, ვაკეთოთ საქმე დიადი, წინაპრისა კითხვას დავსვამ, - კაცია-ადამიანი?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი