პლანეტიდან პლანეტამდე
ბრმად შემკული სასოება მე მაფიქრებს ნოტზე, ნოტზე, რაც მე გავიგონე ხალხის ბოღმის ფრონტზე, ფრონტზე, რაზეც მე არ მოვალ- უარს ვამბობ ომზე, ომზე, რაც გახლართულია, სიკვდილის სადგომზე. გაყინული სიყვარულით დედამიწას ვცდები, უსასრულო გზაზე ვდგები, მჯერა, რომ არ ვცდები, გარიყული მარტო-სული, ნანატრ მიზანს ვცდები, ნუთუ აღარ დაიღალეთ, მაგ ბინძური ცდებით? ბევრი ღვარძლიანიც გბაძავთ, მან თქვენ მოგცათ ბანი, ზოგს იცავს ფულის საბანი, გადახურა ბანი, მოვიშველიო ანბანი, ვრითმო ასო ბანი? მაგრამ რითმამ ვერ მიპოვა და დამადო ბანი. ცხოვრება, როგორც ზღაპარი, აღსავსეა მტრობით, ემოციებს ვეღარ ვთოკავ, ფიქრს ვაქროლებ შორით, სხვა პლანეტის ამოცნობით, მივქრი ამ სიშორით, აქ მინდოდა დამეხატა, სიტყვა ბრძოლით, ძმობით. რას ველით? რა სველი ცრემლით - აქ ველი გადახმა, თითქოს ხალხის გულიც გახმა, მოჩანს შიშის გამა, ჰაჰ, დღეს დაუძახა მამა? ხვალ, გააგდო გაღმა, დაღმა და ღრმა გულით ვტირი, ღამის სამიც გახდა. ყურადღების მისაქცევად, ბევრმა იწყო გახდა, რაღა ქნას მან აღარ იცის, ათამაშებს ხალხთან, ქრისტეს სიტყვა ასე ახდა? არა, არა , არა, დროა თვალი გავახილოთ! კმარა! კმარა! კმარა. პლანეტიდან პლანეტამდე, უსამანოდ მივქრი, ამას ვამბობ რიდის მჭიდით, ცხოვრებას ნუ ყიდით! სიყვარული შეიყვარეთ, ნუ გასცდებით საზღვრებს! მე კი ვანთებ ბრძოლის სანთელს, რაც სიჩუმეს არღვევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი