დანთებული სანთელი


ღმერთი, როგორც სიწმიმდე, 
მინდა მასთან მივიდე,
ვთქვა მწყურია სიმშვიდე, 
მე სიყრმიდამ სიკვდიმდე,

ვითვლიდე ჩუმად დღეებს, 
ვილტვიდე მეობით დღეს, 
იქ სადაც სანთელი დევს, 
ეს გული მას დაანთებს.


მჯერა ამ ძალის მადლის, 
მჯერა ამ წარმოსახვის, 
მჯერა სახლის, ვით ახლის, 
მწამს პირჯვრის გამოსახვის.

 სანთელი რომ ვიპოვო?
 დავანთებ დიდებით მას,
ნათელი მოვიპოვო?
უმალ გავანათებ სახლს, 

კაშკაკი გამაღვიძებს,
ჩემში მადლს გააღვივებს, 
ვვარირებ, ძალას ვიკრებ, 
წინ წავიწევ, ბრძოლას ვიწყებ.

ჩემ დანთებულ სანთელსა, 
სხვასაც გადავუკიდებ, 
ამ გაძარცვულ ღამესაც 
მე დღედ გადავაკეთებ, 

ასეა, გავიბრძოლებთ? 
დავიწყებთ სანთლის ძებნას? 
სითბოს სხვასაც გადაცვემთ 
გულიც დაიწყებს ფეთქვას.

მეტი რა მოგიწოდოთ 
ხვალ კი არა სცადეთ დღეს,
დანთებული სანთელიც
გაანათებს ჩვენსა ერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი