ყველაფერი წაგვართვეს?
გადავხედავ ჩემს ქვეყანას, ყველაფერი წაართვეს, არ გვქონდა, მაგრამ გაგვხადეს, წმინდა გრძნობა დამარხეს, ყველას გიჟები დაგვარქვეს და ცინიკურად გვაქეს, ვისაც უყვარდა წაართვეს, ვინც ელოდა გააქრეს. ღარიბი კვლავ დაამდაბლეს, თან ფული დაამადლეს, ავადმყოფი გააწამეს, სასაცილო გახადეს, ტყუილები გაამართლეს, თაღლითობა გაზარდეს, ბავშვი ქუჩაში გაუშვეს, კაცთმოძულედ გაზარდეს. ალალი კაცი გაფატრეს, ქურდად, რატომ გაფაქტეს, ობლის სამოსი ჩაგვაცვეს, ვინც ეწამა აწამეს, მათ მდიდარს ფული აჭამეს, დუხჭირს კი შეახარბეს, სამართალი ბრმად ჩააგდეს, ძმას ძმის მოკვლა ახარეს, პროკურორი გაამართლეს, ცოცხალი მკვდრად დამარხეს, მათ ომი ძმობად გახადეს, მტრობა დროშად აღმართეს, გმირი მონად რად აკურთხეს, სულში რად ჩააფურთხეს? საწყალი დედა გაქურდეს, მტრის ვასალად აუწყეს, სული კი ეშმაკს აჩუქეს, ფლიდს ყველაფერი უქეს, მათ მოძმეებთან გვაომეს, ეს მიწა ააოხრეს, კვლავ ავღანეთში დაგვბომბეს, ჩვენს კუთხეს დაგვაშორეს, ხო, მაგრამ რაც მთავარია, მაინც ვერ დაგვაჩოქეს, ეცადნენ ვერ გაგვაცოფეს, მამას შვილი მოუკლეს, თითქოსდა აგვაოხრეს, ქართლს ბოლო ვერ მოუღეს, ჰე, ქართველობა არ კვდება, სხვას არ ემორჩილება, სული ქართული არ ქრება, მწამს კარს გვაქ გამარჯვება, სიყვარული გვჭირდება ეს, მაგრამ უფრო ძვირდება, ბრძოლის ველი არ იშლება, ქართველი ვერ იშლება, ბოლოს ყველა გაიხარებს,აქ ყველა ამღერდება, მრავალჟამიერ გმირებო! ასე აკვნესდება... აქ ოცნებაც სიზმარია, მაგრამ ძმობა შენდება, ჩვენი ერი ბრძოლის ჰიმნით, მეომრად გამეფდება, მოვიშორებთ შორით ცბიერს, დროს გავხდით ძლიერს, ბოლოს ერთად ჩვენ ვიმღერებთ, ერთ ხმად მრავალჟამიერს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი