გაგასწრო დრომ!


მუდამ მიკვირს მართლა, მშრომელი კაცი სად გაქრა?
ჭამა-სმით გაჰყავს წუთი, თავი ვეღარ გაიმართლა,
ზოგს კი ინტერნეტში, მხოლოდ „ლაიქი“ ადარდებს,
ვინ მიწერს, დათაგეს? „ჩეკ-ინდება,აშეარებს“
ზოგი თამაშს აქებს, წუთებს ასე მიათრევს,
ფინალში მოიგო? მთელ სოციუმს უზიარებს.
ზოგს კი უყვარს დავა, არის ფეხბურთის ქომაგი,
ფულს დაჟმოტავს წავა, რადგან მოელის ყომარი.

პოკერს მიეჯაჭვა, არავის არ მიეკარა,
უფასო ტურნირს ის, უმალვე რად მიეხალა?
ახალი თაობა - კომპიუტერს, ჭამას, ძილს,
ერთ წრეში აქცევს და მათ იქ ვუყურებ ჩაკეტილს.

მე კი მახსოვს ეზო, იყო მეგობრული სივრცე,
ესენი დრომ გაყო, სული მარტოობას მისცეს.
სცადე არ გაგასწროს, გირჩევ არ დაგამონოს დრომ,
აკეთე საქმე დღეს, ეს ჯაფა აღარ გადადო.

ან იმ ხალხზე რა ვთქვა, გაიზარდა, მაგრამ რა ქნა?
უბანმა დააგდო, ჯიბეში აქვს ძველი დანა,
ასე გააქროლებს, ცხოვრების უსაქმურ დღეებს,
ნეტა მის ბნელ ტვინში, რაიმე წმინდა აზრი დევს?

ჩვენს ერს აზიანებთ! როგორღა განვითარდებით?
ყველა უყურებს ყველას მშიერი მიმიკებით,
ახალგაზრდავ გკითხავ,-  მათხოვარი შენ რატო ხარ?
ეჰ, დრომ გაგასწროთ და სუნთქვა დაგრჩათ მარტოღა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი