დაუბრუნდი!


წახველ,  დატოვე ფესვები 
ახლა სხვა ქვეყნის მკვიდრი ხარ,
მაგრამ გახსოვდეს სიტყვები:
მაინც ქართველის შვილი ხარ. 

მაინც გიწოდებ მე მოძმეს, 
მაინც ქართული გენით ხარ, 
შენ გული მგლისა გიბოძეს, 
წინაპრის ჰანგზე მღერიხარ. 

ესაა შენი ბექთარი 
ქართული მზე, თანაც მიწა,
ფესვებით ხარ მეომარი, 
ზოგმა კი ეს დაივიწყა. 

არ ახსოვს ეს ლაჟვარდები, 
უფლისგან  ნაბოძი განძიც, 
არც ქართული დალალები, 
არც მებრძოლის  დიდი ყანწი. 

გახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე, 
მიწის ზემოდან კი არა
 - ფესვებიდან იზომება, 
რაც განკურნავს შენს იარას. 
დაუბრუნდი! დაუბრუნდი! 
შენს სამშობლოს დღეს სჭირდები, 
მერე რა - აქ დაუძლურდი? 
აქაც გვჭირდება გმირები. 

აქ ანათებს თიბათვის მზე, 
აქაც მღერიან მეობით, 
აქაც არის სილამაზე, 
მტერს ვაჯობებთ გამძლეობით. 

ქართველი თაკარა გულით, 
ხომ მთელ სამყაროს დასწვავდა, 
კავკასიონის თოვლი, რომ 
არ აშოშმინებდეს მარად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი