ღარიბი ბავშვი


ღარიბი ბავშვი ატორტმანებს დაფლეთილ ხელებს, 
ამ უსალბუნო სევდის მორევს ვეღარ ერევა, 
ჩაძირულია ოცნებებში დრო კი ახელებს,
 ასე თენდება ამ დრამაში - ასე ბერდება.

 მორცხვად ღაღადებს ასე ჭკნება სული - ურვილი,
 ხელგაშვერილი ხურდას ითხოვს ქარში, ზამთარში, 
ათოვს და აწვიმს უმალ მიქრის წლები - უნდილი,
დაეხეტება, ვერ ისვენებს, დაძრწის მთა-ბარში.

მისი თვალები ალიცლიცდა, ვით სავსე მთვარე, 
მჯერა, რაც მოხდა, რაც წაართვეს დაავიწყდება, 
ობოლი ბავშვი მიატოვეს და დაუმთავრეს, 
მას სიხალისე, სინატიფე, კვლავ გული წყდება.

მაგრამ ეს გული ძვირფასია, როგორცა ლალი, 
მერე რა თუ არც განუცდია ნაყროვანება, 
თან რაც აქვს ირგებს, არ ყოფილა არასდროს მხდალი, 
აღარ აშინებს დროის მკვეთრი კეთროვანება. 

		ღარიბი ბავშვი ატორტმანებს დაფლეთილ ხელებს, 
ამ უსალბუნო სევდის მორევს ვეღარ ერევა, 
ჩაძირულია ოცნებებში დრო კი ახელებს,
ასე თენდება ამ დრამაში ასე - ბერდება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი