ვისწავლე
განთიადი მკურნავს მარტო, ეს წყვდიადი მთრგუნავს მათრობს, განვითარდი ძმურად, რატომ აფრიალდი მტრულად სახლობ? განს წყვდიადი, რად მევლება, თითქოს გარსს - დიადი ბოსი? მოცდით დავიღალე გესმის? ბევრი აქ გამხდარა ბო*ი. გავიქცევი მჯერა აწი, წავიქეცი ეს დრო დავწვი, ახლა ბოლოს ვგავარ არწივს, გამოვცვლი მოღრუბლულ ამინდს. შეცდომებისგან ვისწავლე, ჰაჰ, პრობლემა მიხაროდა?! მერე რა მისგან ვიწვალე? გამოცდილება, ხომ მქონდა... - აღარ გავამეორებ,- ვთქვი,- დაღლა არ შემეტყობა,- ვთქვი, ყველა მის ადგილას დავსვი და ბოლოს წერტილიც დავსვი. ხო, უამრავი მეტოქე - დამცინოდნენ, მაბეზღებდნენ, შენ ჩემი ძმა რად მეგონე? წინ გაქცეულს მაჩერებდნენ. ვისღა ვუწოდო ჩემი ძმა, რომ მიჭირდა გადამაგდეს, ხო, მიღირდა მათთან ყოფნა? დრომ მიბიძგა გადავგვარდე. არა, ასე არ გამოვა, მშვიდად ვარ ვმუშაობ ისევ, ყველა შეცდომისგან ვსწავლობ, ვფიცავ ჯერ არ წავალ ცისკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი