ცხოვრების ჩანახატი
ვთხზავ ცხოვრების ჩანახატს, რასაც სიყვარული ქვია, ვრთავ დროების კვალს, მრავალს, რადგან სიტყვა გული მინდა. თვითმარქვია, როგორც მარტო, ჩავიკეტე, წამებს ვდარდობ, თავს ძლივს ვართობ - სევდით ვგალობ, ამ ცრემლებისგან კი ვსწავლობ. გადავხედე გასულ ეტაპს, თანაც გავიხედე ირგვლივ ისევ ისე მიბნელდება, მაგრამ ბრძოლის ჟინით ვყვირი. ფიქრებში ჩართული რთული წლები უკვეა გასული, თან დავივიწყე წარსული, ხო, მომავლით ვარ წასული. და სული ვეფხვის - ზრდასრულის, დამტრიალებს ხატად თავზე, უფლის ანგელოზს ვადარებ, ღელავს, როგორც ბავშვი ზღვაზე. დასდევდნენ და მე მივრბოდი, ახლა ახალ ჩანახატს ვწერ, დამსეტყვეს და მე ვისროდი, ისევ ახალს ჩავატარებ. ობოლი მზისა სხივებით, არა, აღარ ვისიცხები, მშვიდად გარემოს ვუყურებ, წყნარად ვარ და მისი ვხდები. გაირბენენ მალე წლები, გაფრინდება ბრიყვად გული, არასდროს არ წაიქცევა, ჩემი დიდი სიყვარული. ქვეყნის ზეცა, ძმები, დები - ყველას მოვედები, ჩაგიკრავთ ჩემებს გულში კვლავ, ჩუმად ფიქრებს მივეცემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი