მოტივაცია
რაც არ უნდა ხდებოდეს, თუნდაც გული გწყდებოდეს, თუნდაც ვეღად დგებოდე, მოტივაცია გქონდეს! თუნდაც წვიმდეს უნდილად, თან თავს გრძნობდე უგბილად, შემართება სულიდან, დაიყენე მუნდირად! თუნდაც გეზარებოდეს, გულიც ვეღარ მღეროდეს, გაიღიმე გესმოდეს, შენი მიზნის გჯეროდეს! აღარ გინდა ფიცილი, თუ დაგწამეს მათ ცილი, შორს ცრუ ხალხის სიცილი, გწამდეს მზისა ლიცლიცის. თუ წარსულის აჩრდილი გტანჯავს, გქონდეს წადილი, რომ მიაღწევ, ამის თქმით, ვიბრძვი- ყვირი ხაფის ხმით. მეომარის ქარიზმით, ლიტონ დღეზე ავის თქმით, ამ მოტივთა ხარისხით, შარავანდად გაბრწყინდი. მორჩა! შეგწევს შენ ძალა, დრომ გული ვერ შეშალა, თან გაგყვება გზად მარდად, მოტივაცია მარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი