სულ მარტო დარჩა
სულ მარტო დარჩა, არვინ უნდა, არავის ელტვის, ზურგს აქცევს ყველას, იბოღმება, მკურნალობს ფეტვით. - შვილო მიშველე!- გაიძახის, ტკბილ სიტყვას ეტყვის, ხან კი გალანძღავს, დაცოფავს და შეამკობს სეტყვით. მერე იჩხუბებს, ყველას ერთად გადაამტერებს, თან მართალია, თავს ადარებს ზეციურ მტრედებს, არადა გულში მას ჭია ღრღნის, ცილს კი კვლავ მტრებს დებს, ვეღარ ისვენებს,თან ასხივებს შხამიან ნექტრებს. მტერი? ბევრი ჰყავს, მას გონია, რომ ყველა მას მტრობს, თვითონ ტკბილია, ამ სიკეთით გარემოს ატკბობს? მერე იშლება, აშილობით სიშლეგეს ცხადჰყოფს, ხან კეთილია, ხანაც კიდევ სიყალბეს ალპობს. ასე ცხოვრობს და იცხოვრებს ის მრავალჟამიერ, არ შეიცვლება, მართალია ხალხისა მიერ? ჰეი, ერთს გკითხავ,- რაღას უზავ მერე მაგ იერს, როცა მოკვდები,ჩაბარდები პატრონს წამიერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი