ჩვენ ვაკეთოთ სიკეთე
ჩვენ ვაკეთოთ სიკეთე, ხო, გული ძლიერი გაქ? რა ჯობია სიქველეს, ამ დროს მზის იერით ხარ. როცა ეხმარები ხალხს და არ ჭორაობ სხვაზე, როცა აუშენებ სახლს, შვილის დიდ მომავალზე. როცა ამკობ ფერებით, მეგობრობას, სიკეთეს, როცა შენ დაბერდები, მოიმკი ამ დიდ მედლებს. როცა უღიმი მოძმეს, ამ დროს ბედნიერი ხარ, სიკეთე მადლით მოსჩქეფს, ამ დროს მშვენიერი ხარ. ამ დროს სული სპეტაკი გაანათებს გარემოს, არ გინდა ეს სპექტაკლი, ხედავ, მტერი თარეშობს? ჩვენ სიკეთით ვძლიოთ მას, დავამარცხოთ მტარვალი, ჩვენც ვიწყებთ სიკეთის ქმნას, ვით ილია მართალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი