დავიბრუნოთ რწმენა
აზრები ათასი, გული კიდევ გაკვეთილი, ამ გზებით დაფასდი? სული ისევ წარკვეთილი, ვითომ დახვეწილი? მერამდენე გაკვეთილი, დადე შენი წვლილი - კაცობაა დალეწილი. შეაფურთხე უთხრეს, მანაც უფალს შეაფურთხა, ვინც იწამა ფლიდი, წმინდა ჯვარი შეაძულა, დღე აკურთხა ბნელეთს, ხალხის მოდგმა შელახულა, გარეთ სითბო თესა, გულში შური შენახულა. ქრისტე მოვიდა აქ, რწმენის აღსაღდგენად მოდგმის, სიმართლე მოსჩქეფდა, ახლა წმინდა სისხლი მოდის, განკურნა გარემო, აქამდე არვის გაეგო, ჯვარი აიღო მან, ცდილობს ეშმაკი განდევნოს. ამ დროს ზოგმა რა ქნა? მლიქვნელობდა იმ წამსვე, ზოგმა ფულის გამო კაცი გაყიდა უმალვე, ზოგიც ამ სიხარბებ სძლია დახამდა სულ მალე, ზოგმა კი კაცს გული გაუპო ჩაჰყვა სულამდე. მაინც ვერ დაგვარბევთ, თუნდაც მათ ხორცი მოქრთამონ, იესო გვიყურებს, გამარჯვების კი მოვა დრო, ვინც ასე არ ფიქრობს და თან უნდა ჰქონდეს მეტი, მტერი სხვას დაარქვას, მის თავს მათი კონკურენტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი