*** წამმა წამად გაირბინა,


წამმა წამად გაირბინა,
ლოცვამ ლოცა ყველა,
სუსტი გული გაიყინა,
ვერვის ვერ ვთხოვ შველას.
განთიადის სურნელი და
შებინდების წყარო,
ცხოვრებაზე მაფიქრებს და
ძველ სიყვარულს ვნატრობ.
ბავშვობის სურნელი მშვიდი,
ძველი აღმაფრენა,
გრძნობებს ამ ღრმა წუთებს ვყიდი,
-	განზე დამაყენა.
მიდის დრო ის არ ჩერდება,
განა ესმის ვინმეს?
წუთი მალე რად ბერდება,
სიკვდილი რად მიმზერს.
გადავხედე ალიონი
ისე შეიცვალა,
გავაბოლე ყალიონი,
გულიც შეიშალა.
ზევიდან რომ გადმოვხედავ
დედამიწის სურნელს,
ამას დროის გამო ვბედავ
ცრემლი შანთქავს ულევს.
ვცდები ამ ცხოვრების საზღვრებს,
ვიყურები ირგვლივ,
ვწყდები წარმავლობის ძალებს,
კვლავ ვკითხულობ რიდით.
წამმა წამად გაირბინა,
ლოცვამ ლოცა ყველა.
დაფიქრდი! მან დაიჟინა,
მაგრამ ვერ უშველა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი