ნუთუ გგონია...
ნუთუ გგონია ისევ ავდგები, ისევ დავიწყებ ჩემებურ ღიმილს, ისევ იმ ძველი წლებით დავტკბებით და ისევ სითბოს წავართმევთ ივლისს. ნუთუ გგონია ისევ დავთვრებით, ისევ მივბაძავთ ჩვენებურ გიჟებს, ისევ ამ ბრძოლის ველზე დავრჩებით, ისევ გავუმხელთ ერთმანეთს ფიქრებს. ნუთუ გგონია, რაც გვიხაროდა ისევ გვიღირს და ისევ გვახარებს, ისევ აქ მოვა ვინც მიგვატოვა, ისევ მტკივა და ვშიშობ გადამრევს. ნუთუ გგონია ვინც კი გვიყვარდა, ისევ ჩვენ მაგრად ჩაგვიკრავს გულში, ისევ აქ ბედი მოცარტს გვიკრავდა, ისევ მახსოვს თუ, რაც მოხდა გუშინ. ნუთუ გგონია, რომ ეს ცრემლები ისევ ტრაგიკულ დღეებს გაათბობს, ისევ ნამდვილი გრძნობით ვსველდები და ისევ დარდი მყინვარს დაადნობს. ნუთუ გგონია გამოვსწორდები? ისევ შეშლილი ვიყვირებ,- მიყვარს! ისევ გავაფრენ წყნარ აკორდებით და ისევ გეტყვი ორიოდ სიტყვას. ნუთუ გგონია, რომ შენთან მოვალ, ისევ ზღაპრულად გავიყვანთ ამ დროს, ისევ იმ შენი ნაღველით მომკლავ, ისევ უსაზღვროდ, უშენოდ მათოვს. გგონია? მაგრამ ჩვენ იქ შევხვდებით, სადაც სიმშვიდე დანარჩენია, რადგან იცით აქ არა სიკვდილი, სიცოცხლე ჩვენი განაჩენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი