ჩუმი პოეტი
ხო, მშვიდობით მოვედი და მშვიდობით ვაგრძელევ წინ სვლას, ისევ ჩუმი პოეტი ვარ, გზა კი მიზნისაკენ მიმყავს, ხო, მიყვარს ჩემი ნოტები, აკორდები და ფონტები, პოეზიის გუშაგი ვარ, მას არასდროს არ მოვცდები. არაუშავს, როცა ვცდები, მეტ შედეგს გულით ვეცდები, ვეშვები წერის მორევში, რაღა ვქნა ვეღარ ვჩერდები, აქამდე ლექსით მოვედი, პოეზიაა ედემი, სადაც ჩუმი ფიქრები მაქვს, აქ კი მაქვს ჩემი ხედები. ასე ვაგრძელებ ცხოვრებას, როცა მზაკვრად მიმატოვეს, მე სიყვარული ვიწამე, ღმერთი კვერთხით მიპატრონებს, უფალია სიყვარული,მედგრად ეს ძალაჩემშია, ვიპერი მებრძოლი სულით, ჩუმად ისევ ამ დღეშია. მინდა ვაკეთო ეს საქმე და დიდ დინებას მივყვები, არასდროს დამავიწყდება გურამიშვილის სიტყვები: „ღარიბს აჭმევდე, მშიერსა მწყურვალს ასმევდეო, შიშველს შემოსდე უძლურსა, სნეულს ნახევდეო.“ ეჰ, რაც შემიძლია ვშრომობ, ჩუმად ვაკეთებ სიკეთეს, ეს მთისა ჟინი ჩემშია და გული ბრძოლით მიჩქეფს დღეს. მნახე დაჭრილი არწივი, ყვავ-ყორნებთან ომით? ხელი არ გამიშვაეს დრო ჩვენ დავიწყოთ მეგობრობით: ერთად დგომით, არა ძღომით, ძმობის დიდი თამადობით, და არა ცრუ კაცთა ნდობით, და არა ბრმა თამაშობით. მე მირჩევნია გამყიდონ, ვითარცა ნაზარეველი, ვიდრე ვინმე მე გავყიდო, მსგავსად ისკარიოტელის, მინდა მშვიდად მიყვარდეს და ამ სიყვარულის კი მწამდეს, „ბედნიერი ერი“ ვნახო,მას წინაპრები გვიქადნენ. მინდა ბედნიერი ვიყო, სანამ მიგატოვებთ ყველას, დროა შენ წინ სვლა დაიწყო, წუთი დაუნდობლად ფეთქავს. იგი წავა და სხვა მოვა, არ გაჩერდე სანამ დრო გაქვს, ჩემი მთელი ენერგია შენს გასაღვიძებლად მომაქვს, მერე მეც გავფრინდები, ვერ ვჩერდები ვით ალუდა, ხედავ აქ როგორ ღამდება? მიწყნარდა, გული დადუმდა, ახლა დასვენების დროა და მჯერა მომავალი დღის, ხო, ახალი შემართებით მე დავიწყებ ახალზე ფიქრს. დავიწყებ და გავაგრძელებ,მე მწამს, რომ მივაღწევ მიზანს, ეს გული კი, რადგან ფეთქავს, ესე იგი ვიწყებ წინ სვლას, ასე მეტი შემართებით და სულიერი მშვიდობით, ბრძოლისაკენ ვემართები, ჰე, მკითხველო მშვიდობით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი