ცხოვრება მშვენიერია
ხე, რომელიც აყვავდება, დღე, რომელიც გადარჩება, მზე, რომელიც იღიმება, გული ამ დროს არ მოკვდება. არ მორჩება, გამოჩნდება, სიყვარულის მსხვილი სხივი, დავივიწყე სხვისი სისხლი, ახლა ოფლის წვეთებს ვითვლი. ასე ხდება მეგობარო, ხან მკვდარო, ხან მეომარო, ადრე ცრემლებს ახლა კი ოფლს, გამოვყოფ ხო, ეს ასე სჯობს. ადრე ვერ ვამჩნევდი ყვავილს, ბუნებაში ნაზად გაზრდილს, დავივიწყებ ძველ დროს განვლილს, ჩემში მომავლის დრო გადის. მიყვარს გული განთიადის, ამ მინდორში გავტიალდი, მიყვარს მოძმე ამ ადათის, შორს! მზაკვარი და ტირანი. მიყვარს დედამიწის ფერი, მიყვარს! ისევ ამას ვმღერი, ჩემი ძმები, ხან ეს მტრებიც, რადგან ამით ვძლიერდები. მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ამ ბუნების სილაჟვარდზე, თითოეულ სანტიმეტრსაც გადავუვლი მზის ჩასვლამდე. მერე მთვარის შუქს შევხედავ, ზღვის ტალღებზე მოკიაფეს, მერე შორით გადავხედავ, კაცს, ამაყად მოქეიფეს. მიყვარს ამ ლექსის სიმართლეც, ყველა სიტყვა მართალია, გაუმარჯოს ამ სიყვარულს, რამაც ასე გადამრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი