გავზარდოთ თაობა


იფიქრე, იოცნებე, შეიყვარე, მოიმატე,
იკითხე იმ გრძნობებზე, შეიფარე, მოიაზრე,
მოდი აზრზე, დგას გზაზე? ბავშვი რატომ დაიმონე?
უთხარი მორჩი ჟრიამულს! და უბრძანე დაიჩოქე.

აკეთე რასაც გეტყვი, ფიქრობ ეს სწორია მერე?
მთელი გულით ვიმღერე, ტკივილი რად მიაყენე,
გაუშვი ითამაშოს, ისრიალოს, იქანაოს,
ამ უაზრო საქციელს, უსასრულო ის დანა სჯობს?

რაც ბავშვებს გაუყარე, საწყალს ცხოვრებას უმცირებს,
რაც გააჩნდა უმიწებ, ბავშვურ სიხარულს უმძიმებ,
ახალი თაობაა, გაზარდე დღის მომავლისთვის,
სწორი შრომა არ ავნებს, იყოს სწავლა მოსწავლისთვის.

და - შრომა მშრომელისთვის, იყოს წერა მწერალისთვის,
თან - ლექსი პოეტისთვის, იყოს ბრძოლა მებრძოლისთვის.
და - ბანკი ბანკირისთვის, იყოს ბურთი სპორტსმენისთვის,
იყოს ჰიმნი ქვეყნისთვის და იარაღი გმირისთვის.

წყაროს წყალი სუფთაა, სანამ ვიღაცამ ჩააფურთხა,
მომავლის იმედი კი, სიბინძურით გააყუჩა.
თქვი,- ვიზრუნებ შვილზე, ერიც არაღ დავობლდებით,
თუ გვინდა მომავალი, მაშ გავზარდოთ თაობები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი