სამშობლოს სურნელი
ჩემი ქვეყნის სიყვარულით შემოდგომას წვიმს, დიდ მიწაზე სიარულით ოქროს ცრემლი მდის, ისევ მივეცემი მე ფიქრს - შემართებით მგლის, ხასიათით მეომარს ფიცხს, გულით კი კეთილს, ოდითგანვე ვიცავთ ჩვენ ამ ედემისა ბაღს, ჯვარი უსასრულოდ გვიცავს, ვუწოდებთ მას სახლს, მთას აქ ხომ აქვს ლომის სული, ცად მონუსხული, ზამთარში თოვს სიყვარული, მირონგადმოსული. ასევე ჩვენი ჭიდილი,ეჰ, აფხაზეთი, მასთან სიყვარული გვინდა, ვართ ალავერდი, მაგრამ აქ მტერმა იმეფა, მიწა ინება, ის ტყუილებს მიეცა თქვა, ასე იქნება. იქ მზე სინათლის ფერია, დიახ ჩემია, ამ წარმტაც გარემოზე, ყველგან მღერიან. მალე ვნახავთ ჩვენ ერთიანს, თანაც ერთ ხმიანს, საქართველო გულით მიყვარს, ჩემი ერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი