ბათუმის ტრაგედია


ბათუმის ზეცა გლოვის ფერია, 
ბულვარი ვეღარ, ვეღარ ანათებს 
და ცის ტატნობსაც შავი ერია, 
აღარ ვარიგებთ ნდობის მანდატებს. 

რადგან დაინგრა ვინც კი გვიყვარდა, 
ასე ინგრევა ქართული სული, 
ამ ნანგრევებში მოჰყვა ის მყარად, 
ვდუმვარ! განვიცდი მე გასუსული.

კედლებმა შთანთქა უმანკო ბავშვი, 
კედლებმა მოსპო სიცოცხლე წრფელი, 
მართალი გული შემოსეს შავით, 
დამგლოვიარდა ქართველი ერი. 

ამ უსამართლო ბედისწერაში, 
ასე ინგრევა დღეს შემოდგომაც, 
ბოლო ცრემლები ამ ცხოვრებაში 
დაღვარეს, მერე იწყეს განდგომა. 

აქ ოქტომბერიც ვეღარ ანათებს, 
შავი ზეცა მას გადავაფაროთ, 
ღმერთო დაიცავ და გაანათლე, 
მათი სულები სამარადჟამოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი