გწამდეს ოჯახის
როცა გიყვარდა, მაშინ ხო გწამდა, ახლა ცოლია, ხელი აღმართე? ეს დრო სიყვარულს მაშინ გიქადდა, ახლა? რა ქენი რატომ დამარხე. სადა გაქვს გული, სადაა სითბო, აუბედურებ საყვარელ სატრფოს, ის ხომ დღეს შეგნან სიყვარულს ითხოვს, შენ კი უყვირი, ბილწ სიტყვებს ამბობ. ეს უსალბუნო იარებია, ეს ურწყულია - გრძნობა არაა და ყოველივე სიყალბეშია, ოჯახში სადაც ნდობა არაა. ესაა ზეცა მთვარის გარეშე, ესაა გული პულსის გარეშე, ეს ფიქრებია სასოს გარეშე, ჯობია შენ ამ ცხოველს გაეშვე. მინდა რომ ბოლოს მე მოგიწოდო, აღარ დავიწყებ საუბარს ამდენს, სანამ გვერდით გყავს სჯობს მოიწონო, გულით გიყვარდეს, ოჯახის გწამდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი