შენი პირველი სიტყვა
შენი პირველი სიტყვა, შენი ხმა, როგორც მესა, ჩემთვის ლოცვებად ითქვა, ეს ხავერდოვნად მესმა. შენი ხმა ყოვლის შემძლე, შენი ხმა სევდის მჭრელი, ამ ციაგ ბგერას ვეძებ, ამ სათნო ნოტებს ველი. ბგერა უტყვი და მყარი მხიბლავს, მაგიჟებს, მათრობს! შენი სიტყვები მნათი ჩემს გაყინულ წლებს ათბობს. ინტონაცია ლაღი, - მე მაცისკროვნებს ვფიცავ, შენი სიტყვების თაღი, - მიმაგრებს გულის ფიცარს. მე იმედს მაძლევ იცი? ეს კი სიცოცხლეს უდრის, არაფერს არ განვიცდი მაცმევ მებრძოლის მუნდირს. შენი ყოველი სიტყვა ჩემთვის სიყვარულს უდრის, გზა გამარჯვებით მიმყავს, ვგმობ ყოველ შიშს და წყურვილს. ვგმობ ყოველ ჭმუნვას, შფოთვას. ვგმობ ყოველ განვლილ ვარამს. მეტად ვაგრძელებ შრომას და ვუერთდები არაგვს. დავქუხ და დავჭექ ისევ, არ გავჩერდები არა, შენი ხმა მთელ დღეს მისდევს და უტოლდება ქარაფს. ხმა ჩუმად მიფრთხობს მე ძილს თრთოლვა ჩემს ფიქრებს მისცა! მერე გაუყვა ეკლიფსს, სულის წალკოტად იქცა. ასე დარჩება ჩემში შენი ხმა ძალას ნიშნავს, ნათელს მომფინავს ბნელში და მე მივაღწევ მიზანს... გიორგი ტაბიძის კრებულის შეძენა: 571-14-73-80
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი