ტიციან ტაბიძეს
მოგვარევ, ჩემო დიდო პოეტო, შენ ხარ მგოსანი ამაყი სულით, ეგ სტრიქონები ჩემს დარდს მოედო, ახლაც მაცოცხლებს და ჩემში სულ ქრის. იყავ მეობით ქართველი კაცი, იყავ ქართველის აპოლოგეტი, განგება იყო შენ მიმართ მკაცრი, მაგრამ გმირი ხარ,- მე ამას გეტყვი. საბედისწერო ღამეს უთხარი ოჯახს, რომ შენი არ შერცხვებოდათ, კრთოდა წამები! იყავ ვით ხარი, მოძმევ, შენ მეტი დრო გერგებობა. მაგრამ იმეფა უსამართლობამ, შენ ხარ კორიფე ტანჯული დროის, ვერ დაგადუმა მუხანათობამ, ახლაც შენს ლექსზე თაობა მოდის. არ უღალატე მოძმეს,პაოლოს, არ უღალატე კაცობას, არა... თანაც შედეგი მიიღე ბოლოს, განათლებული თაობის მადლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი