ხსოვნის შესანდობარი ( ეძღვნება გამსოს)
ხსოვნის შესანდობარს ვამბობ, ხალხი ისევ ხარობს, ხოტბით სამეგრელოს ვათბობ, გამსო მუდამ მახსოვს, ისევ დიად მებრძოლს გავსო, გული დარდით გაავსო, ზღვის ტალღებში შეცურა და დინებას გაასწრო. ძლიერ ნაბიჯს დგამსო, აქ ვსო, მორჩა ამ ფსონს სასოს, უშიშარი გული ჰქონდა, რაც ჯარისკაცს აქვსო, ის არ გავდა, არა, ფარსებს, მეომრად ვაფასებ, მისი სული უკვდავია, ამ წამს დავაფასე. და ვარ ასე, ვდგავარ ხაზზე, ნათელს ვხედავ აქ მთელს, ვქადაგებ, სანთელს ვანთებ, ვღაღადებ ღამეს ვათევ, რამდენი ახალგაზრდა, სიკვდილმა გადახაზა, დრომ ისინი ვერ გააქრო, შექმნა ჩანახატად. ჩანს ნახატად დაიხატა, ხატად გადიხატა იმ ღამეს კი დიდმა ძალამ, ზეცით გაანათა, სტროფებს ქართულ ადათს ვაბავ, ვრჩები,-ვამბობ სახტად, ვინც კი უდროოდ წავიდა, დარჩა უფლის ხატად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი