მე ვერ ვიქნები...
მე ვერ ვიქნები მონა, მე ვერ ვიქნები ლეში, აღარ მაქვს ხალხის ნდობა, ჯერ ვერ ვიქნები ნეშთი. მე ვერ ვიქნები ცრემლი, მე ვერ ვიქნები ბოღმა, მე ვარ ცხოვრების მცველი გული ფეთქავს, ვით ბომბა. მე ვერ ვიქნები მონა, მე ვერ ვიქნები ჩუმად, ამ სტროფმა დამიმონა, მე ვერ ვიქნები უქმად. ასე ვაგრძელებ ჭიდილს, ასე ვაგრძელებ სრბოლას, მე ვერ ვიქნები ფლიდი, მე ვერ ვიქნები მონა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი