დუმილით დავიღალე ( 2012 წელი)
დუმილით დავიღალე, ყვირილი მინდა შემოდგომა არის და თან გაწვიმდა. ყველაფერი წამართვეს - მოგონებებიც, დამრჩა მხოლოდ ოცნება - მცირე იმედებით. ზამთარიც მალე დგება და აცივდება, გული უფრო მწუხრდება, საით იწევა? მაგრამ არა! მე ვუძლებ და გადავლახავ, საერთო ვერ ვიპოვე, ხალხთან ამაყთან. ათი ნოემბერია, ვამბობ წამებით, ვფიქრობ მარტო ცა დამრჩა - თეთრი ღრუბლებით. თითქოს ცაც მოიღრუბლა, ვხედავ ბნელია, ვდარდობ, რადგან ჩემს მისვლას, არსად ელიან. სწორედ ამიტომ ვდარდობ, ეს მაქვს მე გულში, არასდროს გავიხსენებ, რაც მოხდა გუშინ. მხოლოდ მომავალია, ფიქრის მიზეზი, არასდროს დავეცემი, დღეს ვარ ძლიერი, იმედი არ დავკარგე, ეს გადავლახე, რაც წარსულში მოხდა, დროს გავატანე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი