ამერია ყველაფერი(2012 წელი)


რომ მეგონა ყველაფერი დასრულდა,
ჩემი თავი მე მეგონა დაბრუნდა,
ჩემს გულსაც კი ბედნიერება სურდა,
უცაბედად ყველაფერი გაჩუმდა.
გაჩუმდა ყველა, აირია არემარე,
დაღამდა ბნელა, ჩემი გული ლექსებს ყვება,
ნახე რას შვება, საკუთარ თავს რას უშვება,
მისი სული ლპება, მისი გული ნელა დნება.
მხოლოდ მე და მთვარე, დანარჩენი არის ცალკე,
ახლა არის ღამე, ახლა მაინც გამახარე,
ამდენი სიმწარე შენ რატომ გამომატარე?
უკვე დაამთავრე? სასტიკად რატომ დამღალე,
	რა ვქნა, რა ვთქვა მეტი, მე ხომ მინდა ერთი,
	იმედია მზე გამოვა და მიშველის ღმერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი