შვიდი დეკემბერი


შვიდ დეკემბერს,  როცა მამაჩემი აღნიშნავდა 
დაბადების დღესა, მამა უცბად აკიაფდა, 
ვით ვარსკვლავი, რადგან დაურეკეს უმალ უთხრეს: 
შვილი შეგეძინა! მერე მას ცოლ-შვილთან უხმეს. 

ზამთარში იმ სუსხში დავიბადე, გავიზარდე, 
გამათბობლის ბუღში მე თვეები გავიარე, 
ფუჭდებოდა, ბურში დაჭვარტლული თავი ვნახე, 
მაგრამ აღარ ვწუხდით ერთი სითბო დავისახეთ. 

ოჯახი ვიყავით ერთად, მედგრად, ერთ მთაგულით, 
ბნელი მუქი ფერით ოთხმოცდაათიანებში, 
საკვები არ იყო, ჩვენ გვკვებავდა სიყვარული, 
ასე ვიზრდებოდი გაჭირვებულ ფიალებით. 

შემდეგ ძამიკო და დაიკო დაემატა გულს, 
ერთ გუნდად ვკაფავდით ბილიკებს: რთულს და გახლართულს, 
შვიდი დეკემბრიდან გამყარდა ოჯახის ძირი, 
მშობლებო გვიყვარხართ, მშობელია მართლაც  გმირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი