ისევ და ისევ ქველმოქმედებისთვის!


ისევ გავაღებ გულისა კარებს!
ისევ მივაწვდენ ჩემს ფიქრებს იმ ხალხს,
რომელიც ისევ შიმშილს განაგებს!
რომელიც ისევ გულს ცრემლით იკლავს!

სევდამოსილი კაეშანს ვაქრობ,
მოვდივარ თქვენთან თავშესაფარში!
კვლავ მუხლმოყრილი თქვენს წინ მე ვამბობ:
მე თქვენ გვერდით ვარ, არ ხართ ხაფანგში!

გასაგებია, რომ მიგატოვეს,
გასაგებია, შვილმა რაც გიქნა,
მაგრამ გახსოვდეს ვხვდები მე ყოველს,
სიყვარული ხომ თქვენით დადგინდა!

თქვენ ხართ ედემი ზეციურ ბაღის,
თქვენ ხართ სილაღე დაკოდილ გულის,
მე დავასრულებ კვლავ ნოტზე ბახის,
მინდა იცხოვროთ ძალით ერთგულით!

არ დაივიწყოთ სიკეთე, არა!
გახსოვდეთ სიყვარულის კარები!
თქვენ გვერდით ვდგავრ - სიცივე კმარა!
ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით გავთბებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი