ვაჟა-ფშაველას


ათას ცოცხალსა ბევრჯერა დღესაც სჯობს ერთი ფშაველა, 
ვაჟას სახელის მე მჯერა, ეს შვილებს აკვნად გაჰყვებათ! 
ანტიპოდები ვართ ქცევით, მაგრამ წინაპრით ვართ ერთნი, 
ვაჟა-ფშაველას გავცქერით, ის ამაყობდა ამ ერით! 

ჩვენ მზე გვაქვს, მაგრამ ვერ ვამჩნევთ, ჩვენ ცა გვაქვს, მაგრამ ვერ ვხვდებით, 
დროა ყიჟინა კვლავ დავცეთ, სიტყვებით „ჩემი ვედრების”. 
გულს ნუ ვიტეხდეთ ტანჯვაში და ვიყოთ შეუდრკელადა, 
წინ მივიწევდეთ შრომაში, გავსწორდეთ კვლავ უდრეკლადა! 

არ დავისვენოთ არასდროს, ვაკეთოთ საქმე დიდ გულით, 
მერე რა მტერი თამაშობს? შორს ღალატი და დიდგული! 
უფლის სიტყვები კვლავ გვწვავდეს, ზეცით გვეფინოთ ნათელი, 
თუ ამოქშენა დაგვაგდებს, უფალთან გვენთოს სანთელი! 

კვლავ წამოდგება არწივი, ეს საქართველო ვისია? 
კვლავ დაიცლება ბარძიმით, რაც ჩვენთვის საკადრისია! 
მერე შევსძახებთ ყვავ-ყორანს ვაჟა-ფშაველას ღვაწლითა... 
ვაჯობეთ! მარდად დაფრინავს შვილი დაჭრილთა არწივთა!
ტაბიძეგიორგიტაბიძევიპერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი