აკაკი წერეთელს


ისევ დაენთო გულით ღადარი, ისევ აფუტდა გრძნობის ფიალა, 
ისევ განათდა ჩვენი საყდარი, რადგან აკაკის მივსდევთ ფილაქანს! 

როგორ ნაღვლობდა, როგორ ქარგავდა, საქართველოს ცას ნდობის მანდატით, 
არა, კაცობას ის არ კარგავდა, ჯერ გავიმარჯვეთ, მერე დავმარცხდით! 

გამარჯვება ხომ იყო ის ხანა, როცა აკაკი, ილია, ვაჟა, 
განუდგა ტირანს, გვაწვდიდა ანბანს და განათლებას გვიღებდა კარად! 

მერე რა მოხდა?! ისევ ღალატი! ისევ აგვკიდეს მხრებზე ნერვები, 
წაგვართვეს ყველა, შეგვრჩა აღაპი, კვლავ ვიბადებით, და კვლავ ვბერდებით! 

მე მონობაში ყოფნა არ მინდა, თავისუფლებას ვეძებდე მე მსურს, 
როგორც აკაკის, მსურს ლოცვა წმინდა, დროა ვხატავდე მე გრძნობას გრძნეულს! 

როგორც აკაკი, დროა გავმაგრდეთ, გვახსოვდეს ვისი გვარი დაგვნათის, 
მჯერა ავდგები როგორც დამაგდებთ, ჩემშია ძალა ძველი ადათის! 
( გული ისევ ჩქეფს ჩვენი აკაკის)
ტაბიძეგიორგიტაბიძევიპერიაკაკიწერეთელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი