ილია ჭავჭავაძეს
ჩვენ ილია ჭავჭავაძე მივიბჯინოთ ავგაროზად, სწორედ ასე ცისკარობს მზე, სწორედ ასე გავაპობთ ზავს! ზავს, რომელიც დაარღვია მტერმა - იწყო განდიდება, მეგობრულად გაიღიმა, მაგრამ არ მწამს ეს დილემა! რადგან ტყვია დაგვახალეს, ილია მართალი მოკლეს, ეს ტყვიაც კი დაგვამადლეს, დაემსგავსნენ პირუტყვს, ცხოველს. ილია გვიქადდა სიტყვით, თქვა: ქმენით თქვენ სიყვარული, ქმენით საქმე კეთილ ტვინით, არ მიიღოთ სხვისა რჯული! მოყვარეს პირში უძრახეთ, თქვით და გააკეთეთ კიდეც, ცოდნა მიიღეთ უმალვე, მოიარეთ ყოვლი კიდეც. ქმენით ადამიანობა, შეიყვარეთ ერთმანეთი, გულს შთააგონეთ დანდობა- შეიყვარეთ ერთხმად ღმერთი! ქართლის დედას შესთხოვდა, რომ შეგვეცნო ძმობა, ერთობა, თავისუფლება შელახა - ბრბომ თავი მისცა ერთს - თრობას! გაძღოლილ ჭეშმარიტებას უნდა ვქარგავდეთ თილისმით, ჩვენ კი ჩვენ ტყიურ ბუნებას რა გავუკეთეთ, ვინ იცის?! გვახსოვდეს წმინდა ილია! ყველა სიტყვა მართალია, ნუ დავიწყებთ სხვისა კიცხვას, გვიყვარდეს რაც გვაბადია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი