მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო( პოემა)
დღეს მუხათგვერდის ძმათა საფლავებს ჩამოვუქროლებ ჟრჟოლვით, ტირადით, ეს ნამყო წამებს გადამატარებს- შემასისხლხორცებს ბრძოლის დიდ ძალით! ვანო გოლაშვილს გმირობით მოსავს თავის მებრძოლი სულისკვეთება, ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი- სამშობლოს მისცა სულის ვედრება! გმირი ანზორი გელდიაშვილი მეგობრებს გაჰყვა არ დარჩა უქმად, ქართული მიწის სადარაჯოზე ამ სიყვარულით ის დაითუთქა! დაკარგულია შმაგი ნოზაძე, თურმე ომში კვლავ შებრუნებულა, ახლა კი ჩვენი გმირის საფლავი კაცურ ორდენით დამშვენებულა! პოლიციელი ომში უდრეკი- ეს ხომ მამუკა შუბითიძეა, ჩვენი სამშობლო საქართველო ხომ მისი გულია სულ მისი მზეა! დედით რუსი და მამით ქართველი, ქართული ჟინით იმოსებოდა, თვრამეტი წლისა ყალაბეგიშვილს მტერთან აპყრობდა შეუპოვრობა! 9 აპრილის და აფხაზთა ომში მედგრად იბრძოდა მჭიდით ალიკა; თანდაშვილს ისევ მოსავდა ტრფობა, მის გულს ქართული სული ბარდნიდა! სულანთებული ცხრამეტი წლისა მიდელაშვილი ომში მიქროდა! ღიმილის ბიჭი მშობლის ალერსით და სამშობლოსა ეშხით სულ კრთოდა! თავად ჩამოვალ! ჯერ თქვა სიტყვები, მერე შინდისის ომს შეეფეთა, კახა კოშაძე გმირული ეშხით მუხათგვერდიდან კვლავ გვეფერება! რომან ზოიძემ დაჭრილი ძმები ცხელ წერტილიდან გამოიყვანა, თვითონ კვლავ ომში მუხტით შევარდა, ამდენი მან ჩვენ გამო იმარჯვა! შემდეგ ეროვნულ გმირს გადავხედე- ანწუხელიძე! თრთოლამ მიმატა, შენი ფრთაგაშლილ სიცოცხლის წალკოტს შეუტოკებლად ქარგავს ტირადა! გია და გელა რომელაშვილი!- გია უკვალოდ დაკარგულია, ღმერთო, ვერ ვუძლებ ამ სისასტიკეს! ეს ოაზისი ჩახლართულია!.. ლაგურაშვილი ლერი - ექიმი! კაპიტნის ჩინით დაგოგმანობდა; დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა განაგრძო, ჩადენილს წამითაც არ ნანობდა! პომპეზურია მისი ღიმილი, ომის დროს ჭექდა: ჰე;წინ, ბიჭებო! ოცი წლის სერგოს! გმირს! გოროზიას! ვეტყვი: გვახსოვხართ ჩვენო გმირებო! ომში წასული ჩვენი ვაჟკაცი ვერა!.. გიორგი ჯოჯუა ვერა!.. ვერ დაუბრუნდა თავის ფესვებსა, ბოლოს პირჯვარი მან გადიწერა. დედი! მე იქ ვარ სადაც ვჭირდები, ჩვენს ერს ვერავინ დაასალკლდევებს!- ვალერ გოგნაძე ასე აფრქვევდა სამშობლოსათვის მოწყვეტილ მტევნებს! ოლეგ ჭონიშვილს გულის თილისმად სამშობლოს დიდი სითბო სცხებია, მისი კაცური ეს დიადემა მთელი არსებით უკეთებია! არტილერიის დივიზიონის მეთაურს ბრძოლის ველზე ნახავდით, ჰქუხდა ერეკლე ყულოშვილის მზე, მიზნად სიცოცხლეს დაისახავდით! ალია ბარდაველიძის ხსოვნა, სამარადისოდ ჩვენში იძგერებს, ასმეთაურის სულისკვეთება თაობებიდან გადაიმღერებს! გიორგი რომელაშვილის საფლავს მუხლმოდრეკილი მივესალმები, სანთელს დავანთებ გმირებო თქვენთვის და ამ სანთელით თქვენთან დავრჩები! ავღანეთს რამდენ მებრძოლს ვჩუქნიდით, რამდენი ახლაც დაკარგულია... ვიხსენებ დავით ცეცხლაძის სახელს, მისი ეჟვანი ქვეყნის გულია! ტანკით დარაბებს გადასცდენია, ბირთველიშვილი ზაზა ჩვენია! გაშლეგებული სული ფრქვევია, ამ წამს ყიჟინა მე დამეჩვია! გმირებო ჩვენი ქვეყნის დარაჯნო, ახლაც დაგვნათით მუხათგვერდიდან! ვამაყობდი და კვლავაც ვამაყობ დიდი ზარხოში მოსჩქეფს თქვენ მთიდან! თენიეშვილი ზაური ტყვიამ იმსხვერპლა მუხთალ სნაიპერისამ, იქამდე ძმები გადაარჩინა, დასცა ყიჟინა მგლურ იერითა! ბერიკაშვილი გიორგის ლექსი იპოვეს მისვე გულის ჯიბეში, მტერის ტყვიების კორიანტელში შეუდრეკლობა ჰქონდა მას გენში! ტყვედ ჩავარდნილსა სოფრომაძესა წამით არ წასცდა ქართვლის აუგი! შმაგივით იქცა რომ დაინახა მეგობრის სისხლი- აურზაური!.. ზაზა ფერაძე იბრძოდა, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. შინდისის გმირის ერთია ბოლო: კაცობა, ძმობა, ქართული დროშით! წიქარიშვილი: შესძახა მეხად, შემდეგ გიორგი ფრონტზე გაიჭრა! ოცი წლის ბიჭმა კვლავ დაიჭექა, გმირს კი გმირობა დრომ მიანიჭა! აქ გვყავს ოცი წლის დავით ჯიქიაც, კაცობითა და ჯან-ღონით სავსე! ცხოვრება ვხედავ წამის ფიფქია, ძმობის საწმისი შევსვი, შევავსე! უფროს სერჟანტსაც ნაჭყებიასაც ახსოვდა სიო აფხაზეთისა! სამაჩაბლოში ჭედდა დღეს მზიანს, ახლა უფლისა სახლსა ერთვისა! ლეიტენანტი სერგო მელია ალიცლიცდება ბრძოლისა ველზე, ბოლო წამები არ დაელია ისევ ფიქრობდა საქართველოზე! ცხრამეტ წლის შმაგი ხაიკაშვილსა ასაზრდოებდა ძმობის ფიალა! ომის ოქტაგონს თავად ჯავშნიდა, ის თალპიონმა ააცქრიალა! ჰე, კაპიტანი კობა სერგია არ დანებდება მტერს ჩასცემს ლახვარს, გული უვადოდ გადაერია, მიზნად ქართულად მზეს დაისახავს! სუხიტაშვილი ოთარიც აქ ქრის, ძმების გვერძეა მისი თარეში! აქაა მისი სილაღე აკვნის, აქაა მისი მზერის ტალკვესი! ტატუნაშვილი არჩილი ბოლოს დაანთებს ცისა ლაჟვარდებს, ფერებს, ასე დარაჯობს მედგრად სამშობლოს, ასე აამღერს ძმურ ეფემერებს! გმირებო, მართლა მეამაყებით! გმირებო, თქვენით ვარ მე მდიდარი! გმირებო, მუდამ მემახსოვრებით! გულს გამიმყარებს ეგ განთიადიც! რაც დაუტოვეთ ახალ თაობას, რაც სისხლი ღვარეთ არსად არ წავა, ეს ხომ დარჩება ჩვენსა საზრდოთაც, ერთი მიზანი ბრძოლა და სწავლა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი