ილია მეორეს


-	ღმერთი ჩვენშია! - მოგვიწოდა და ისევ სამშობლოს ბედზე ჩაფიქრდა,
-	ამპარტავნები ნუღარ იქნებით! - გაილურსა და თავი ჩაქინდრა!

და საქართველოს როცა უჭირდა, გვერდით გვედგა, კვლავ სიკეთით გვმოძღვრავს,
ყოველი სიტყვა რჩება ფუჭიღა, თუ გულში ისევ სატანა გვმოსავს!

სულიერ მამას კვლავ დავუჯეროთ გვერდით ილია მეორე გვიდგას!
ისევ გავიქრობთ შორეულ ვარამს და გავიქარვებთ წარსულის დიდ დარდს!

ცხრა აპრილს ხატად ილია გვყავდა; აფხაზეთის ომს ილია კრთება,
დანთებულს სანთელს მოხსნეს მათ ალყა, კვლავ რწმენით მოდის ეს გამარჯვება!

აგვისტოს ომში ისევ ილია! ასე მოვედით სიმწრით აქამდე!
ერი ხომ ხედავთ გადაღლილია, დროა წინ მსრბოლი მიზნით გავქანდეთ!

დროა ვიპოვოთ ის ნიჭი, რასაც ჩვენი ილია მეორე ამბობს
რაც ინახება ყოველ ქართველში, ნუღარ ვზარმაცობთ, ვირქმევდეთ მნათობს!

სიყვარული კი ღმერთია, გესმით? ამას გვიქადის ჩვენ პატრიარქი,
ბოროტი ისევ საზრდოობს გესლით, კეთილმა შთანთქა ხო აქ ტირანი!

ტოლერანტობა კვლავ შეიყვარეთ, გიყვარდეთ მოძმე, როგორც სიკეთე,
გაჭირვებული შინ შეიფარეთ! და სიყვარულით ისევ იფეთქეთ!

დიდხანს ილია მეორე გვყავდეს, საქართველო კი კვლავ ერთადაა,
ასე იქნება ის ერთი, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა!
ტაბიძეგიორგიტაბიძევიპერიილიამეორე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი