დავით აღმაშენებელს


მეფეთ მეფეო, დავდარაჯობ შენს განვლილ ვარამს! 
თავისუფლების ქარტეხილებს რომ ვერ მოსცილდა! 
ეგ ტაფტასავით წმინდა გული ლახვარს სცემს მტარვალს! 
მტერი სადაა? უმოწყალოდ გადახოცილა!.. 

და აბორდაჟი გამარჯვებით დაისაკუთრე! 
და ბასტიონი გაამაგრე ბრძოლის ქარაგმით
და თალპიონით გადათუთქე ყოველი კუთხე! 
ასე დანისლულ ტირიფებად ძრწოდი ამ ქარით! 

ნიკოფსიიდან დარუბანდით მოკირწყლულ გზაზე 
გადააშენე ბაღვაშები, მოღალატენი... 
შემდეგ ზედაზნის ციხე კარი შენ დაირაზე!
კახეთ-ჰერეთი... ერწუხით ხომ ჰქმენი ნათელი. 

სამშვილდეს ციხე, თრიალეთი, ძერნას აღება!.. 
შემდეგ რუსთავში გადარაზე ცის კლიტულები. 
თურქთა თარეში კლარჯეთიდან გაილაღება! 
დაიდაღება გიშის ბრძოლით მტრის კუნჭულები. 

ამ ყოველივეს გვირგვინს ადგამს დიდგორის ბრძოლა, 
ეს საწყისია ოქროს ხანის ოქროს ოქროს ბარძიმის; 
იავარქმნილმა გულმა ისევ მზე გვიწყალობა, 
მერე „ძლევაი საკვირველი“ რჩება ნადიმით. 

ასე დასრულდა მეფის დიდი მეფობა ვრცელი 
და დაგვიტოვა სიტყვა, ძალა, ერი, ღირსება! 
მეფური რწმენით შეიმოსა ის სარეცელი, 
სადაც დავითმა ქართულ ჟინით იქ განისვენა... 

და გაეცვითა ლოდი საფლავს ყურძნის მტევნებით! 
ფეხი დაიდგა ისტორიის გულზე დაიდგა! 
ეს ისტორია შეიმოსა ღვთიურ მტრედებით 
და თაობიდან თაობაზე გადაედინა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი