თამარ მეფეს
ათასასსამოც წელს ცამ ინათა და მოგვევლინა მეფე ლეგენდა, მეფე გიორგი წამს გაიბადრა, გულს ჩაეკონა და მიეგება. ხო, ტანს იყრიდა ასე თამარი, ბრძოლის ეშხი და კდემა მოსავდა, რწმენით შეამკო წმინდა საყდარი, მეფურ ჟინს თავად წარმოსახავდა. სილამაზით თვით სიცოცხლეს ჰგავდა! ასხივოსნებდა ბრძოლის მაქმანი, ხასიათით არ იყო ვერანა;- ლაჟვარდოვანი, ვით მინანქარი. მეფემ შენიშნა და ცხრამეტი წლის შვილი დანიშნა თანამოსაყდრედ; თამარს მოსავდა სრბოლა არწივის, თუმც მოშურნენი კვლავაც მომრავლდნენ; მაგრამ ჩაიხშო ეს აჯანყება და დავაქარნი მოსხლეს უმალვე, გიორგი რუსიც გაიდევნება, რათა ვერ პუობს მეფე ცრუ კაცებს! შემდეგ ტარდება მკვირცხლად რეფორმა, შემდეგ მწვანდება ქართული მიწა, წყობა ყიჟინით გადაეწყობა, მატრაბაზობა ბრბომ დაივიწყა! ეკონომიკაც განავითარა, მეურნეობაც დაწინაურდა, პაპის და მამის გზაზე იდგა და (მსოფლიო ქალმა აახმაურა!) შამქორის ბრძოლა და ბასიანი კიდევ მრავალი გადიდკაცება- მეფე ყმიანი, მეფე სვიანი ვერ დააჩოქეს უცხო კაცებმაც! ასე იმეფა მეფე თამარმა, დატოვა ჟინი და მოკრძალება, ეს წლები ისტორიას გადავა და ერთი მიზნით დაისახება! ჩვენ კი გვახსოვდეს ვის გორისა ვართ - მეფე შირვანთა და შაჰანშათა- სად მივიწევთ და ახლა სად ვდგავართ?! რას მივაღწიეთ - რა დაიშანთა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი